სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საუკეთესო პრაქტიკა გენდერული მეინსტრიმინგისათვის

შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის შექმნისა და განვითარებისათვის ადამიანის უფლებადაცვით ინსტიტუტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად არის განხილული.

პუბლიკაციაში სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებისათვის გაწეული საქმიანობა მაგალითად არის წარმოდგენილი, თუ როგორ შეიძლება ადამიანის უფლებადაცვითმა ინსტიტუტებმა უზრუნველყონ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება თავიანთ საქმიანობაში.

შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი (DCAF) წარმოადგენს საერთაშორისო ფონდს, რომლის მისიაა დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოებას უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი მართვისა და რეფორმის განხორციელებაში. ცენტრი ნერგავს ნორმებსა და სტანდარტებს, ახორციელებს პოლიტიკის კვლევებს, სწავლობს საუკეთესო პრაქტიკას და გამოსცემს რეკომენდაციებს უსაფრთხოების სფეროს დემოკრატიული მართვის ხელშეწყობისათვის.

პუბლიკაციაში ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • სახალხო დამცველის აპარატი, როგორც მდგრადი ინსტიტუტი გენდერული საკითხების ინტეგრირებისათვის უსაფრთხოების სექტორში;
  • სახალხო დამცველის აპარატის უნარი, აქტიურად გამოიძიოს გენდერთან დაკავშირებული პრობლემები უსაფრთხოების სექტორში.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)