სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის ღონისძიებები რეგიონებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულთან დაკავშირებით

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დღის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომლებმა 116 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის, კახეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის სამეგრელოს, ზემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხზე ისაუბრეს რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და რეგიონების მაცხოვრებელ ქალებთან. აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეებს ასევე, გააცნეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღის მნიშვნელობა, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მანდატი და მისი როლი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

საზოგადოებაში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობისგან დაცვის არსებულ მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი ყოველწლიურად უერთდება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნით სრულდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)