სიახლეები

ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრის) მონიტორინგის ანგარიში 2022

სპეციალურ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

2021 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები შეამოწმეს. მონიტორინგის წევრებმა მოინახულეს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორისა და სიღნაღის თავშესაფრები. ასევე თბილისის, გორის, ქუთაისის, ოზურგეთის და მარნეულის კრიზისული ცენტრები.

დამატებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2021 წლის მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის შესამოწმებლად, 2021 წელს განმეორებითი მონიტორინგი განახორციელა საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში.

ვიმედოვნებთ, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები სახელმწიფო უწყებებს ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების გაწევის დახვეწაში დაეხმარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)