სიახლეები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სასამართლოში დაკითხვის მონიტორინგი

წინამდებარე კვლევაში შეფასებულია სასამართლოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დაკითხვის პროცესი. ასევე, შეფასებულია თუ რამდენადაა ორიენტირებული სასამართლოების ინფრასტრუქტურა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მსხვერპლი სრულწლოვანი ქალების მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვაზე.

სპეციალურ ანგარიშში მონიტორინგის შედეგებთან ერთად, ასევე მიმოხილულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტი და ეროვნული კანონმდებლობა. შესაბამისად, წინამდებარე სპეციალურ ანგარიშში გამოვლენილია როგორც პრაქტიკული, ისე საკანონმდებლო ხარვეზები.

კვლევა ჩატარდა ერთობლივად, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ, პროექტის - „ძალადობის მსხვერპლი ქალების სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფა, სასამართლოში მათი დაკითხვის პროცესის მონიტორინგის და შემდგომი ადვოკატირების გზით“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)