სიახლეები

იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

31 მაისს - 1 ივნისს სტუდენტებისათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტთა შორის ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება.

იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული გუნდის ორი წარმომადგენელი სტაჟირებას სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში გაივლის.

იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)