შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირის სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში ჩარიცხვა
სახალხო დამცველის აპარატმა, საკუთარი ინიციატივით, შეისწავლა საქმე (N8569/22) გურიის რეგიონში მცხოვრებ ლ. რ.-ს უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტის თაობაზე. არსებული ინფორმაციით, ლ. რ.-ს შეზღუდული ჰქონდა თვითმოვლის უნარი, რის გამოც არ შეეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა და ესაჭიროებოდა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაყვანა.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შედეგად ლ. რ.-ს დაენიშნა მხარდამჭერი პირი და ჩაირიცხა სათემო ორგანიზაციაში.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნათია ბერაძემ.