შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა

მოქალაქე ი.გ.-მ განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს და მიაწოდა ინფორმაცია მისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმის დ.გ.-ს საჭიროებების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული პირი განთავსებული იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ოჯახის წევრები ვერ ახერხებდნენ მის მონახულებას. საჭირო იყო დ.გ.-ს სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება(საქმე N 1824/21).

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტმა აწარმოა შესაბამისი კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან. მათ შორის, არაერთი წერილი იქნა გაგზავნილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში. 2021 წლის 1
მარტს, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს მიერ, დ.
გ.-ს პოზიციის დადგენის მიზნით, გამოთხოვილ იქნა წერილობითი
ინფორმაცია ფსიქიატრიული დაწესებულებიდან.

სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრისა ჩართულობით, მხარდამჭერ პირთან კომუნიკაციითა და დ.გ.-ს მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი ჩარიცხულ იქნა წყალტუბოში, ერთ-ერთ სათემო ორგანიზაციაში.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლიკა ბაციკაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)