შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებები პენიტენციურ დაწესებულებაში

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმე (N4557/23), რომელიც ეხებოდა შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ განთავსებული პაციენტის ე. მ-ს სომატური ჯანმრთელობის საჭიროებებს. კერძოდ, მას ჰქონდა თირკმლის ტუბერკულოზი, რასაც დაერთო ცხელება და ტკივილები. პაციენტს უჭირდა საკვების მიღება და დამოუკიდებლად გადაადგილება.

სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე რეაგირების შედეგად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოძახებულ იქნა კატასტროფის ბრიგადა და პაციენტი გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს შპს ბათუმის სამედიცინო ცენტრში. მას ასევე რეკომენდაციის საფუძველზე ჩაუტარდა ფთიზიატრის კონსულტაცია და დამატებითი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. სამედიცინო ინტერვენციის შედეგად პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ჩვეულ რეჟიმში გაუგრძელდა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ლიკა ბაციკაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)