სახალხო დამცველმა „ლიბერთი ბანკს“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინების წინადადებით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მისაწვდომობის უფლების დისკრიმინაციულ შეზღუდვაზე არაერთი რეაგირების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომა კვლავ აქტუალურ და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
2020 წლის 19 ნოემბერს სახალხო დამცველმა სს „ლიბერთი ბანკს“ ზოგადი წინადადებით, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს როგორც საბანკო დაწესებულებების შენობების ადაპტირება, ასევე მომხმარებლებისათვის მიწოდებული ყველა მომსახურებისა და ინფორმაციის მისაწვდომობა ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, განურჩევლად შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპისა.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის შესასვლელში დამონტაჟებულია პანდუსი, თუმცა ის არ ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულ გარემოს, ვინაიდან არ აქვს მოაჯირი, რომელზეც შესაძლებელი იქნება დაყრდნობა შენობაში შესვლისას. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ არ ითვალისწინებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს - მათზე მორგებული გარემოში ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით, მათ შორის, მიიღონ ყოველთვიური სოციალური პაკეტი.
სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით მუშაობას.