საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ
გაუმჯობესდა საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა და გაიზარდა:
- ეფექტური კოორდინაცია;
- საქმისწარმოების ხარისხის და დოკუმენტბრუნვის მოქნილობა;
- აპარატის, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ოფისების თანამშრომლების კვალიფიკაცია საქმიწარმოების კუთხით.
შემუშავდა და სისტემატიზირდა:
- 2014 წლის რეკომენდაციების/წინადადებების და მათზე მიღებული პასუხების ერთიანი ბაზა;
- გაფორმებული მემორანდუმების ბაზა;
- საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში სახალხო დამცველის მონაწილეობის ამსახველი მონაცემთა ბაზა;
- მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა ბაზის ფაილური სისტემის შექმნა.
2014 წელს განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები:
- დაკომპლექტდა ანალიტიკური დეპარტამენტი (01.04.2014);
- მართლმსაჯულების დეპარტამენტს დაემატა მოადგილის შტატი (30.05.2014);
- ჩამოყალიბდა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის ცვლილების შედეგად (02.07.2014);
- შეიქმნა თანასწორობის დეპარტამენტი (22. 08.2014);
- ფუნქციები გადანაწილდა პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტსა და მართლმსაჯულების დეპარტამენტს შორის. კერძოდ, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ჩამოშორდა ინდივიდუალური განცხადებები და გადაეცა მართლმსაჯულების დეპარტამენტს (01.10.2014)
გაძლიერდა სახალხო დამცველის აპარატის ადამიანური რესურსი და გაიზარდა:
- საშტატო ერთეულის რაოდენობა - 73 ერთეულიდან 91 ერთეულამდე;
- შტატში დასაქმებულთა რაოდენობა - 68 ერთეულიდან 86 ერთეულამდე;
- სტაჟირებაგავლილი პირებიდან დასაქმებულთა რაოდენობა - 28 პირიდან 4 პირის დასაქმდა;
- პროექტებში დასაქმებულთა რაოდენობა - 14 პირი;
- დასაქმებულთა საერთო რაოდენობა - 105 პირი;
2015 წელს დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები:
- "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილის დამატება;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის (სამმართველოს) რეორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტად;
- თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა;
- მართლმსაჯულების დეპარტამენტის გაყოფა ორ დეპარტამენტად;
- ადამიანის უფლებათა სკოლის შექმნა;
- ცხელი ხაზის ამოქმედება;
- რეგიონული ოფისების გაძლიერება.
2015 წელს დაგეგმილია საშტატო ერთეულების რაოდენობის ზრდა:
91 ერთეულიდან 123 ერთეულამდე.