საქმიანობის ანგარიშები.

სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიშით თანასწორობის მექანიზმის 10 წლის საქმიანობას აჯამებს

„თანასწორობის მექანიზმის 10 წლის საქმიანობის შეჯამება“ დეტალურად ასახავს მექანიზმის შექმნის დღიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, სახალხო დამცველის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და წარმატებულ პრაქტიკებს და ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს.

მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, თანასწორობის მიღწევის მხრივ, საქართველოში მდგომარეობა არსებითად არ უმჯობესდება. ანგარიშში იდენტიფიცირებულია აღნიშნულის განმაპირობებელი სისტემური გამოწვევები, რომელთა შორის უმთავრესი დამაბრკოლებელი ფაქტორი თანასწორობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული ერთიანი სახელმწიფო ხედვისა და პოზიტიური სპეციალური პოლიტიკის არარსებობაა. ამასთან, კვლავ მნიშვნელოვანი სამუშაოა შესასრულებელი თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

დოკუმენტში დეკლარირებულია სახალხო დამცველის სამომავლო მიზანი, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს საქმიანობა თანასწორობის მექანიზმის გაძლიერების მიმართულებით, რათა ხელი შეეწყოს თანასწორი საზოგადოების შექმნას და დისკრიმინაციის უფრო ეფექტურად აღმოფხვრას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)