კობა ნადირაძე
საბუღალტრო აღრიცხვის, კონტროლისა და აუდიტის სპეციალისტი
2023 წლის 27 ივნისიდან არის საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი.
2010 და 2012 წლებში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, მონაწილეობას იღებდა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის საქმიანობაში.
აქტიურად საქმიანობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის ადვოკატირებასა და შეფასების (მონიტორინგის) მიმართულებით, არის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ანგარიშისა და რამდენიმე გამოცემის თანაავტორი.
დღემდე არის თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრის (EPC) აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპეციალისტი.
2012-2017 წლებში იყო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ფინანსური მენეჯერი;
2012-2015 წლებში - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ფინანსური მენეჯერი;
2003-2010 წლებში - კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ (CIL) აღმასრულებელ დირექტორი და პროგრამის მენეჯერი;
2001-2003 წლებში - ორგანიზაცია „კავკასიური დიალოგის“ შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულების კოორდინატორი;
1999-2003 წლებში - ფონდი „ალექსის“ აღმასრულებელი დირექტორი;
1991-1999 წლებში საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის (GAHD) ვიცე-პრეზიდენტი.