გიორგი ხიზანიშვილი
პარასპორტსმენი
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2023 წლის ევროპის ოქროს მედლის მფლობელი პარატაეკვონდოში. 2022 წლის კონტინენტის ტიტულის მფლობელი და 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი 2023 წლის აპრილიდან.
გიორგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველი აქტივისტია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად უფლებათა დაცვის მიმართულებითაც მუშაობს.
სხვადასხვა წლებში დასაქმებული იყო სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოებებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის დაცვის მიმართულებით მუშაობდა.
2019 წლიდან ატარებს სემინარებს შემდეგ თემებზე:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაშუქება მედიაში;
- ახალგაზრდობა და მოხალისეობა;
2023 წლიდან არის საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის წევრი.
2022 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თანადამფუძნებელი.