საკონსულტაციო საბჭო

ანა სიხაშვილი

სტუდენტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტი.

2023 წლის აპრილიდან არის საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრი სადაც წარმოადგენს ორგანიზაცია „მარიანს“.

ანას აქტივიზმის ერთ-ერთი განხრა უმაღლეს განათლებაში ინკლუზიის გაზრდა და აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლებაა; უმთავრესი მიზანია სახელმწიფომ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ინფრასტრუქტურული პროექტების უნივერსალური დიზაინით მოწყობა წარმოადგენს. ამდენად, იგი მუდმივად ადვოკატირებს თბილისის მუნიციპალიტეტში გარემოს მისაწვდომობის საკითხებს და ცდილობს საზოგადოების ინტერესის გაზრდას, რადგან მიიჩნევს, რომ საკითხის აქტუალიზაცია ხელს უწყობს მის განხორციელებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)