რეკომენდაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგნის - „ქართული ენისა და ლიტერატურის“ სწავლებისას გამოყენებული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს შინაარსის თაობაზე
2022 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს I კლასის მოსწავლეთათვის განკუთვნილი „ქართული ენისა და ლიტერატურის“ სახელმძღვანელოს შინაარსის განახლების რეკომენდაციით მიმართა, რათა მასში დაცული იყოს გენდერული თანასწორობა და თავიდან იქნეს აცილებული სტერეოტიპების გავრცელება.
ამავდროულად, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა დაწყებითი საფეხურის საგნების მასალების გრიფირებისას, რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფში ადამიანის უფლებათა ექსპერტის დამატების აუცილებლობასაც და სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა.