საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის 67-ე სკოლის მასწავლებლები დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნია
2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განსხვავებული შეხედულების ნიშნით შევიწროების და პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მიმართა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლები არიან სსიპ თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც იმყოფებიან სხვა მასწავლებლებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც დირექტორისგან განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს. კერძოდ, ც.ნ-მა და ლ.კ-მა სამეურვეო საბჭოზე საჯაროდ დაუჭირეს მხარი იმ კანდიდატს, რომელსაც არ ემხრობოდა დირექტორი. ხოლო ქ.ა. ასოცირდება სკოლის წინა დირექტორთან. აღნიშნულმა განაპირობა განმცხადებლებისთვის საათობრივი დატვირთვის შემცირება.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სკოლაში ხშირი იყო შევიწროების ფაქტები - დირექტორის და შეურაცხყოფას აყენებდა მასწავლებლებს, რასაც არ მოჰყოლია დირექტორის მხრიდან რეაგირება. ასევე, დირექტორი უთვალთვალებდა მასწავლებლებს გაკვეთილებზე, მოსწავლეების თანდასწრებით აყენებდა შეურაცხყოფას და აკნინებდა მასწავლებლების ავტორიტეტს.
სახალხო დამცველმა სამინისტროს მოუწოდა, რომ 67-ე საჯარო სკოლაში აღმოფხვრას საათების განაწილების დისკრიმინაციული პრაქტიკა, საქართველოს საჯარო სკოლებში შეიქმნას თანასწორი და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო და 67-ე სკოლის დირექტორის შერჩევისას გაითვალისწინოს სკოლაში თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული გარემოს არსებობის მნიშვნელობა და უზრუნველყოს, რომ დირექტორმა საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.