საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი პროექტი
პროექტის სახელწოდება:
სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა პროექტის ბენეფიციართა მდგომარეობის შესწავლაში
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე (2015 წლიდან ფუნქციონირებს)
პროექტის განმახორციელებელი:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
დაფინანსების წყარო:
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში
სამიზნე ჯგუფი:
მოქალაქეობის არმქონე პირები, თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები
პროექტის აღწერილობა:
სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტი, სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა პროექტის ბენეფიციართა მდგომარეობის შესწავლაში, ფუნქციონირებს მე-5 წელია. პროექტის მიზანია თავშესაფრის მაძიებელთა, საეთაშორისო დაცვის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის მონიტორინგი, ინფორმაციის მოძიება ჩართული მხარეებისგან და მათი სახელით ადვოკტირება, ქვეყნის მასშტაბით ბენეფიციართა უფლებების გასაუმჯობესებლად და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას, შეფასებასა და სიტუაციურ ანალიზს სისტემური პრობლემის გათვალისწინებით. პროექტი ახდენს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიის უზრუნველყოფის ანალიზს.
პროექტის ფარგლებში მუშავდება ,,ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოში“ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ,,თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა“ და ,,მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ქვეთავები, ცალკეული რეკომენდაციებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართ.
პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მოიცავს მონიტორინგისა და ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებს. მათ შორის, პროექტის ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის მონიტორინგი, ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის და არგაძვების (non refoulment) პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად; საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონეობის დადგენის პროცედურის მონიტორინგი; საერთო სასამართლოებში თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების ანალიზი და მონიტორინგი; პენიტენციალურ დაწესებულებებში უცხოელთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივი მდგომარეობისა და თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგი.
პროექტის საკონტაქტო პირები:
თამთა პაპუაშვილი: პროექტის კოორდინატორი
თამარ გვარამაძე: სახალხო დამცველის პირველი მოადგილე (პროექტის კურატორი)