საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა (PDO) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმება
USAID-PDO პარტნიორობის პროგრამა
პროგრამის სტატუსი:
მიმდინარე (2022 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს)
პროგრამის განმახორციელებელი:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
დაფინანსების წყარო:
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროგრამის (აქტივობის) მიზანი
ამ პროგრამის მიზანი არის PDO-ს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისა და დაცვის ხელშეწყობა: (1) PDO-ს შიდა შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უფრო ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებისთვის; (2) PDO-ს შიდა მმართველობითი პროცესებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება; და (3) PDO-ს სხვადასხვა აქტორებთან სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება.
მიზანი 1: საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური ზედამხედველობის გაძლიერებული შიდა შესაძლებლობები.
აღნიშნული მიზანი ხელს შეუწყობს PDO-ს მიერ მისი ზედამხედველობითი ორგანოს მანდატის შესრულებას მისი სისტემების, მეთოდოლოგიების და პროცესების გაძლიერების გზით. ასევე, საშუალებას მისცემს PDO-ს, გააძლიეროს ისეთ საქმიანობებზე ორიენტირება, რომელსაც აქვს უწყებებისა და კერძო სექტორის სუბიექტების ქცევის ჩამოყალიბების პოტენციალი. მოსალოდნელი შედეგები მნიშვნელოვანია და შეეხება PDO-ს საქმიანობის ყველა სფეროს, მაგრამ PDO-მ შესაძლოა არჩევანი გააკეთოს ერთი კონკრეტული მოსახლეობის ტიპზე ან უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფორმაზე.
მოსალოდნელი შედეგები:
1.1: PDO-ში პრიორიტეტულია უფლებების დარღვევის პრევენცია
1.2: PDO-ს შესაძლებლობა, რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, გაზრდილია
მიზანი 2: გაძლიერებული შიდა მართვის პროცესები და ინსტიტუციური შესაძლებლობები.
150-ზე მეტი თანამშრომლით, და 10 ოფისით, რომელიც ადამიანის უფლებების ყველა სახეობაზე მუშაობს, PDO-ს მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. ეს მიზანი ორიენტირებული იქნება ინსტიტუტის თანმიმდევრული შიდა მართვისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რაც საშუალებას მისცეს PDO-ს პერსონალს, მიიღოს ცოდნა, განივითაროს უნარები და სისტემები მათზე დაკისრებული სამუშაოს ეფექტურად შესრულების და საჯარო ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის.
მოსალოდნელი შედეგები:
2.1: მართვის ხელსაწყოები და სისტემები ინსტიტუციონალიზებულია, რათა უზრუნველყოს PDO-ს მიერ მაღალი ხარისხის, მიუკერძოებელი სამუშაოს შესრულება.
2.2: პერსონალის განვითარების პროცესები გაძლიერებული და ინსტიტუციონალიზებულია
2.3: PDO-ს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება გაზრდილია
მიზანი 3: გაუმჯობესებული სტრატეგიული კომუნიკაციები სხვადასხვა აუდიტორიასთან.
მართალია PDO ყოველწლიურად დიდი რაოდენობით საჩივარს იღებს და მისი ცნობადობა მედიასა თუ კომუნიკაციის სხვა წყაროებში მაღალია, აპარატი აცნობიერებს სტრატეგიული კომუნიკაციების დახვეწის აუცილებლობას, რათა მოხდეს ახალ აუდიტორიასთან წვდომა და მის ინფორმაციაზე წვდომისა და აღქმის გაუმჯობესება, ასევე საკუთარ ორგანიზაციაში ეფექტურობის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზანი ორიენტირებული იქნება როგორც შიდა, ასევე გარე კომუნიკაციებზე, უნარების, ურთიერთობებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა PDO-მ ეფექტურად გაავრცელოს ინფორმაცია მისი საქმიანობის და ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ. შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით ეს მიზანი ასევე ყურადღებას გაამახვილებს კომუნიკაციების სტრატეგიულად გამოყენებაზე, საკომუნიკაციო პრიორიტეტების იდენტიფიცირებაზე და მათში ინვესტირებაზე.
მოსალოდნელი შედეგები:
3.1: PDO-ს ყველა დონის თანამშრომელს შეუძლია გარე აუდიტორიასთან უფრო ეფექტურად კომუნიკაცია
3.2: გარე დაინტერესებულ მხარეებს უკეთ ესმით PDO-ს ფუნქციები და ადამიანის უფლებათა კონცეფციები
პროგრამის საკონტაქტო პირი:
კოორდინატორი: თამთა პაპუაშვილი