მიმდინარე პროექტები

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის

პროექტისსახელწოდება:,,გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის” (მესამე ფაზა)
დაფინანსების წყარო:გაეროს ქალთა ორგანიზაცია
პროექტის სტატუსი:მიმდინარე
პროექტის ხანგრძლივობა: 1/07/2022 - 31/01/2026
პროექტის მიზანი:გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა

პროექტის აქტივობები:

  • ქალთა მიმართ ძალადობის (VAWG) და ოჯახში ძალადობის (DV) სპეციალიზებული სერვისების, ასევე პრევენციისა და რეაგირების ინსტრუმენტების მონიტორინგის, შეფასებისა და ხარისხის კონტროლის მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
  • აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფების უკეთ ასახვის უზრუნველყოფა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში;
  • სპეციალურ ანგარიშის მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე პროსტიტუციაში ჩართული ქალების ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და არსებული საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოების მიმართ საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი;
  • ყოველწლიური "ფემიციდის მონიტორინგის" ანგარიშების მომზადება 2021, 2022, 2023, 2024 და 2025 წლებისთვის;
  • ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების მონიტორინგი;
  • შსს-სა და პროკურატურაში მომუშავე კოორდინატორების საქმიანობის შეფასება;
  • ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრებზე (თავშესაფრებზე) მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;
  • სახალხო დამცველის რეკომენდაციების განხორციელების მონიტორინგი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, LGBTIQ თემატიკისა და სხვა დაკავშირებული საკითხების მიმართულებით.

პროექტის საკონტაქტო პირები:

სოფიო რუსეცკი, გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ირინე ჩიხლაძე, სახალხო დამცველის მოადგილე

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)