კოვიდ 19

საინფორმაციო ბიულეტენი „შშმ პირთა უფლებები ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა საინფორმაციო ბიულეტენი -„შშმ პირთა უფლებები ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“. დოკუმენტი შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის და ქსელის მიერ განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს.

საინფორმაციო ბიულეტენი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) შშმ პირთა უფლებების შესახებ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომლის თავმჯდომარე ამჟამად, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეა.

სახალხო დამცველის აპარატი მადლობას უხდის გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) ბიულეტენის მომზადებაში გაწეული ტექნიკური მხარდაჭერისთვის და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას მოწოდებული ფოტო მასალისთვის.


© ფოტო: დინა ოგანოვა. მოგვაწოდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)