სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში
პროექტის სახელწოდება: სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში
დაფინანსების წყარო:ევროპის საბჭო
პროექტის სტატუსი: დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა:2015 წლის იანვარი - 2016 წლის დეკემბერი
პროექტის მიზანი:სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების ხელშეწყობა
პროექტის საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტები სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს უტარებდნენ ტრენინგებს შემდეგ საკითხებში: სასამართლო მეგობრის წარდგენა; რეგიონული ოფისების გაძლიერება ინდივიდუალურ საქმის წარმოებაში; ანალიტიკური უნარების გაძლიერება შეუწყნარებლობის, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ, მოწყვლადი ჯგუფებისა და სოციალური უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში. ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც თბილისის, ასევე რეგიონული ოფისების თანამშრომლები. გარდა ამისა, ექსპერტები საჭიროებისამებრ განიხილავდნენ სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებებს საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში (გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული პარიზის პრინციპები 1993 წ).