სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის გზით
პროექტის სახელწოდება:„მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ოჯახებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი“
დაფინანსების წყარო:გაეროს ბავშვთა ფონდი
პროექტის სტატუსი:დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა:2015 წლის ივნისი - 2016 წლის აგვისტო
პროექტის მიზანი:
მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ოჯახებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ოჯახების ქვე–პროგრამების იმპლემენტაციის ხელშეწყობა.
პროექტის საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა ჩაატარა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ოჯახებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კვლევას/მონიტორინგი; დაიბეჭდა ბავშვთა უფლებების ცენტრის შესახებ და მინდობით აღზრდის/რეინტეგრაციის ქვე–პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბროშურები, რომელიც მონიტორინგის დროს დაურიგდა ბენეფიციარებს. ასევე, განხორციელდა ბავშვზე ზრუნვის საკითხების განმხილველი რეგიონული საბჭოების სხდომების მონიტორინგი. პროექტის დასრულების შემდგომ გამოიცა სპეციალური ანგარიში.