სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით
პროექტის სახელწოდება: სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით
დაფინანსების წყარო: გაეროს ბავშვთა ფონდი
პროექტის სტატუსი:დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა: 1/09/2016 - 1/11/2017
პროექტის მიზანი: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და მათ მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა
პროექტის საქმიანობები: საჯარო სკოლების, სკოლა-პანსიონებისა და კერძო სკოლების მონიტორინგი, რაც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
- მონიტორინგის მეთოდოლიგიისა და ინსტრუმენტის შემუშავება;
- საველე საქმიანობა, საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის თანამშრომლებისა და მოწვეულ ექსპერტ-ფსიქოლოგების ჩართულობით;
- არასრულწლოვნების მიმართ გამოვლენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე საქმისწარმოება;
- მიღებული ინფორმაციის ეტაპობრივი დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- სპეციალური ანგარიშის მომზადება და საზოგადოებისთვის წარდგენა.
პროექტის საკონტაქტო პირები:
მაია გედევანიშვილი, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი; ქეთევან სოხაძე - პროექტის მონიტორი.