სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება
პროექტის სახელწოდება:მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი
დაფინანსების წყარო:გაეროს ბავშვთა ფონდი
პროექტის სტატუსი:დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა:2014 წლის აპრილი – 2015 წლის თებერვალი
პროექტის მიზანი:
სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის გაძლიერება მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის გზით
პროექტის საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა ჩაატარა მაღალმთიან რეგიონებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი. მონიტორინგის დროს აღმოჩენილ ბავშვის უფლებების ინდივიდუალურ თუ სისტემურ დარღვევებზე ბავშვთა ცენტრმა შეისწავლა საქმეები და შესაბამის სტრუქტურებს მიმართა რეკომენდაციებით და წინადადებებით. ასევე, მომზადდა სოციალური რეკლამა ბავშვის უფლებების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. პროექტის დასრულების შემდგომ გამოიცა ორი სპეციალური ანგარიში: სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ; და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.