სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის მექანიზმისა და შიდა მონტორინგის გაძლიერების ხელშეწყობა
პროექტის სახელწოდება: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საჩივართა/მოთხოვნათა განხილვის მექანიზმისა და შიდა მონიტორინგის გაძლიერების ხელშეწყობა.
დაფინანსების წყარო: ღია საზოგადოება-საქართველო
პროექტის სტატუსი: დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის ოქტომბრიდან-2015 წლის სექტემბრის ჩათვლით
პროექტის მიზანი იყო:
- მოთხოვნათა/საჩივართა განხილვის მექანიზმის და შიდა მონიტორინგის პროცედურის დახვეწა და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან;
- მოთხოვნათა/საჩივართა წარდგენისას, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
- მოთხოვნათა/საჩივართა განხილვის ეფექტური პრაქტიკის ჩამოყალიბება.
პროექტის საქმიანობა მოიცავდა: პროექტის ფარგლებში განხორციელდა პატიმართა ინტერვიუირება წინასწარ შემუშავებული კითხვარის შესაბამისად. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ-დეპარტამენტის 5 თანამშრომელი და 3 ექსპერტი. კითხვარი შემუშავდა სოციოლოგის მიერ. ასევე, აღსანიშნავია, რომ პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში, განხორციელდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის ანალიზი, ასევე, ჩატარდა თითოეული შერჩეული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეგისტრირებული საჩივრების/მოთხოვნებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი. პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცა სპეციალური ანგარიში, რომელშიც შევიდა ზემოხსენებული მონიტორინგისა და ანალიზის მიგნებები.