სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის მხარდაჭერის პროექტი
პროექტის სახელწოდება: „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის უზენაესობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერების გზით“
დაფინანსების წყარო: ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა
პროექტის სტატუსი: დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა:2014 წლის ივნისი - დეკემბერი
პროექტის მიზანი: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერება და ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
პროექტის საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გამართეს რეგულარული გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში, რა დროსაც, მოსახლეობას საშუალება მიეცა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადებით ან საჩივრით მიემართა სახალხო დამცველისთვის. ამავე მიზნით, სხვადასხვა რაიონიდან შეირჩა სახალხო დამცველის 3 საკონტაქტო პირი. ასევე ჩატარდა ტრენინგები სტუდენტებისთვის და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის.