ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი
პროექტისსახელწოდება: „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“
დაფინანსებისწყარო: ევროკავშირი
პროექტისსტატუსი:დასრულებული
პროექტისხანგრძლივობა:7 მაისი, 2012 – 7 სექტემბერი, 2015
პროექტისმიზანი: საქართველოში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვისხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინსტიტუციურიგაძლიერების გზით
პროექტისსაქმიანობები:
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის ტექნიკური დახმარება;
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორების (სპეციალისტების) გადამზადება;
- თავისუფლების აღკვეთის ადგილების მონიტორინგისა და საჩივრების გამოძიებისათვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება;
- შესაბამისი დაწესებულებების მონიტორინგის შემდგომ ანგარიშგების სისტემის სრულყოფა;
- გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროკავშირის იმ ქვეყნების პრაქტიკის გაცნობა, რომელთაც გააჩნიათ საუკეთესო მიღწევები პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების განხორციელებაში;
- პრევენციის ეროვნული მექანიზმის დამატებითი ad hoc მონიტორინგის უზრუნველყოფა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში;
- სახალხო დამცველის აპარატის მიერ დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება;
- სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიული გადამზადება;
- საქმის მართვის ერთიანი სისტემის დანერგვა;
- ადამიანის უფლებებზე არსებული საერთაშორისო/რეგიონული სტანდარტებისა და კანონმდებლობის მუდმივი განახლება/ შესაბამისი მასალების მომზადება;
- სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველწლიური კონკურსის – „მე ომბუდსმენი“ ორგანიზება;
- თემატური ტრენინგები ჟურნალისტებისათვის – ადამიანის უფლებზე და სახალხო დამცველის აპარატის მანდატის შესახებ ;
- სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების გამოცემა;
- სახალხო დამცველის აპარატში ანალიტიკური დეპარტამენტის შექმნის ხელშეწყობა;
საქართველოსმთავრობასთანშეთანხმებულიდოკუმენტი: საქართველოს მთავრობასა და ვროკომისიას შორის 2007 წლის 18 ივნისს დადებული ჩარჩო ხელშეკრულება.