ადამიანის უფლებათა სწავლების მონიტორინგი საჯარო სკოლებში
პროექტის სახელწოდება: ადამიანის უფლებათა სწავლების მონიტორინგი საჯარო სკოლებში
დაფინანსების წყარო: დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი
პროექტის სტატუსი: დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა: 1/10/2017- 1/05/2018
პროექტის მიზანი: ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მიდგომის მონიტორინგი სკოლებში
პროექტის საქმიანობები:
- განათლების ექსპერტის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასება და ანალიზი ადამიანის უფლებათა განათლების მიმართულებით;
- შემუშავებული კითხვარის საფუძველზე მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის გამოკითხვა სკოლებში ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მიდგომის შესახებ;
- ადამიანის უფლებების შესახებ განათლების საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზი, ადამიანის უფლებების შესახებ განათლების სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებებისა და შესრულების ანალიზი, ეროვნული კანონმდებლობისა და მისი შესაბამისობის ანალიზი ადამიანის უფლებების შესახებ განათლების ნაწილში სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებთან.
პროექტის საკონტაქტო პირები:
თამარ გვარამაძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე;
მედეა გუგეშაშვილი - ადამიანის უფლებათა აკადემია (დეპარტამენტი) უფროსი.