ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი საარჩევნო პერიოდში
პროექტის სახელწოდება: ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი საარჩევნო პერიოდში
დაფინანსების წყარო: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
პროექტის სტატუსი: დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა: 1/09/2016 - 1/06/2017
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავდა, გამჭვირვალე და თანასწორ გარემოში არჩევნების წარმართვის ხელშეწყობას, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და მასზე დროულ სამართლებრივ რეაგირებას, სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას - არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმებას.
პროექტის საქმიანობები:
- საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის მონიტორინგი;
- სასამართლო პროცესებზე საქმის განხილვის მონიტორინგი, აუცილებლობის შემთხვევაში, საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა;
- არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების სრულყოფილი განხილვა, მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება, გამოვლენილი პრობლემის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხის შეფასება და სპეციალური ანგარიშის მომზადება.