ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე გაგზავნილი კომუნიკაციები

კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს - იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ

2025 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა კომუნიკაცია იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ.

სახალხო დამცველის კომუნიკაცია პასუხობს იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების შესახებ მინისტრთა კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმებს და აფასებს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის მიღებულ ზოგად ღონისძიებებს. კერძოდ, კომუნიკაციაში განხილულია შემდეგი საკითხები: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებული რისკები, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის პრობლემატიკა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობა და მონაცემთა წარმოება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)