ბროშურები /სახელმძღვანელოები

სახელმძღვანელო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მრავალი წლის მანძილზე სწავლობდა ოჯახში ძალადობის შემთხვევებს და რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობსამ თემაზე მუშაობას. სწორედ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ საჭიროა ერთ დოკუმენტში მოექცეს ის რეგულაციები, რომლებიც მსხვერპლთა დაცვის მიზნით არის შექმნილი.
შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები და სიმძაფრე. პრობლემის დასაძლევად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. მოცემული დოკუმენტი კი აღნიშნულ საქმეში ერთ მცირე რგოლს წარმოადგენს. სახელმძღვანელო, უპირველესად, დაეხმარება დაინტერესებულ სახელმწიფო მოხელეებს ზუსტად განსაზღვრონ, თუ როგორ იმოქმედონ ძალადობის შემთხვევის აღმოჩენისას, ვის მიმართონ და რა ღონისძიებების გატარება მოითხოვონ. თუმცა წიგნი ასევე საინტერესოა ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პირისათვის, ვინც ოჯახში ძალადობის თემაზე მუშაობს და სურს დახმარება გაუწიოს მსხვერპლს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)