გადაადგილების თავისუფლება
საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება ვრცელდება ყველა პირზე, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი საქართველოს მოქალაქე. სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლში გამოყენებული ტერმინი „ყველა“. ამდენად, თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება უზრუნველყოფილია ნებისმიერი პირისათვის, მისი მოქალაქეობრივი სტატუსის მიუხედავად.