ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის
ადრეულ ასაკში ქორწინება არის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ–ერთს ჯერ არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკისთვის. ადრეულ ასაკში ქორწინება არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობისა და ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას. ეს უფლებები დაცულია გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციით.