ვიზიტი ახალციხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში
2019 წლის 28 ოქტომბერს სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა სალომე ყულჯანიშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ახალციხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრ „ტალითა კუმში“.
შეხვედრაზე სალომე ყულჯანიშვილმა დღის ცენტრის ადმინისტრაციას და ბენეფიციარებს სახალხო დამცველის მანდატი, სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთის ოფისისა და შშმ პირთა დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო. ისაუბრეს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
„ტალითა კუმის“ მენეჯერმა სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლობასთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრების და სხვადასხვა ღონისძიებებში ორმხრივ ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს.
ახალციხის დღის ცენტრში, რეაბილიტაცია–აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ეუფლებიან სიმღერას, ხატვას, ძერწვას, ხესა და თექაზე მუშაობას, რაც შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასა და ინტეგრაციას უწყობს ხელს.