ახალი ამბები

ტრენინგი სახალხო დამცველის თანამშრომლებისთვის სექსუალური ძალადობის საკითხებზე

2025 წლის 24-25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი სქესობრივი დანაშაულების თემაზე, რომელიც მოიცავდა სექსუალური ძალადობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლო განხილვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხებს, მათ შორის:

  • სექსუალური ძალადობის დანაშაულების გენდერული ხედვით გააზრება სტამბოლის კონვენციის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის სტანდარტების შესაბამისად;
  • მტკიცებულებითი სტანდარტები და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების მნიშვნელობა;
  • მსხვერპლზე ორიენტირებული სტრატეგიების შესწავლა, მათ შორის, ინტერვიუს წარმოების დროს;
  • სექსუალური ძალადობის შესახებ მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობა;
  • შშმ პირებისა და სხვა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის სპეციფიკური გარემოებების გაანალიზება, მსხვერპლზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს სექსუალური ძალადობის საქმეების მონიტორინგის, ინდივიდუალური საქმეების შესწავლის და აღნიშნული საკითხის კვლევების პროცესში.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის„გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)