ტრენინგი - ,,გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე“
2018 წლის 22-26 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორები, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას შრომით ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების და ქალთა შრომითი უფლებების მიმართულებით. ტრენინგს საერთაშორისო ექსპერტი სარა მაკკუბრი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან შუბაშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ თანასწორობის ძირითად საკითხებს, კანონმდებლობასა და საერთაშორისო პრაქტიკას. ინტერაქტიული და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით აქტიურად ჩაერთვნენ საკუთარი პრაქტიკის და სამუშაო გამოცდილების გაზიარების პროცესში.
ტრენინგი განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.