ტრეინინგი მოსამართლეებისთვის – იძულებით გადაადგილების სამართალი
2015 წლის 28 თებერვლიდან 1 მარტამდე სახალხო დამცველისაპარატისდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: იძულებით გადაადგილების სამართალი.
ტრენინგს უძღვებოდნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი და პირველი რანგის ტრიბუნალის მოსამართლე (ემიგრაციისა და თავშესაფარის პალატა, ლონდონი) სიმონ რასელი.
ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: იძულებითი გადაადგილების საერთაშორისო სტანდარტები; დევნილის სტატუსის მაძიებელ პირთა რეგისტრაციისა და დევნილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი ასპექტი; დევნილის სტატუსის მინიჭების სასამართლო პრაქტიკა; საცხოვრებლის უფლება სახელმწიფო და საერთაშორისო კანონის მიხედვით დროებითი და იძულებითი გამოსახლება: იძულებით გამოსახლების კანონით დადგენილი ფორმები და დაუსაბუთებული გამოსახლებისგან დევნილთა დაცვის სამართლებრივი გარანტიები.
ტრენინგში მონაწილეობდა 13 მოსამართლე: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის და რუსთავის საქალაქო, მცხეთის, გორისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი ევროპის საბჭოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ტრენინგი 2015 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.