ახალი ამბები

შრომით უფლებებზე საჯარო სივრცეში ინტერაქტიული ღონისძიება გაიმართა

1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შრომით უფლებებსა და შრომითი უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატის შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბორჯომის საჯარო სივრცეში ინტერაქტიული ღონისძიება გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა წინასწარ მომზადებული ტესტები შეავსეს და მათთვის აქტუალურ საკითხებს გაეცნენ. ინტერაქციაში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში შრომითი უფლებების სათანადო რეალიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინდივიდუალურ რეაგირებას ახდენს და ადრესატ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით და წინადადებებით მიმართავს, ასევე საპარლამენტო ანგარიშებში ასახავს იმ სისტემური პრობლემების შესახებ შეფასებებს, რომლებიც საკანონმდებლო ხარვეზებს თუ კანონმდებლობის აღსრულებას უკავშირდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)