შეხვედრა თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტებთან
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსი გვანცა დავითაშვილი სტუდენტებს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების განათლების შესახებ დისკუსია და ცნობიერების ამაღლება. შეხვედრას თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის კონტექსტში.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სტუდენტებთან ერთად იმსჯელა სახალხო დამცველის მანდატზე ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების მიმართულებით, მის პრაქტიკაზე და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე. ამასთან, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების ცოდნის მნიშვნელობას პროფესიული საქმიანობის ყველა მიმართულებით.