შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან
2019 წლის 28 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შვეიცარიის ელჩს საქართველოში პატრიკ ფრანცენს შეხვდა და ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.
ნინო ლომჯარიამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე, როგორიცაა: გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაციის პრობლემები, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა; ისაუბრა პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.
შვეიცარიის ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა სახალხო დამცველის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი, სამართლებრივი ექსპერტი ქეთევან ახობაძე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის, პოლიტიკური საქმეების დირექტორატის ადამიანის უსაფრთხოების განყოფილების პროგრამების ოფიცერი კავკასიაში ქრისტოფ შპეტი, ადამიანის უფლებების ოფიცერი მედეა ტურაშვილი და მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში არმინ რიზერი.