შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან
2023 წლის 5 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე და მათი ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს და მათ შორის, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის პრობლემას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.