შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის მოადგილესთან
2024 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახლად დანიშნულ ელჩის მოადგილეს ზანე რუნგულეს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრეს; განიხილეს შეკრება-მანიფესტაციებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული ვითარება, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები და ასევე, საარჩევნო პროცესზე სადამკვირვებლო მისიების, მედიის წარმომადგენლებისა და უფლებადამცველთა უსაფრთხოების საკითხები.
სახალხო დამცველმა სტუმარს წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით საკუთარი შეფასებები და აპარატის მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობა გააცნო.
ელჩის მოადგილე ზანე რუნგულე ასევე კურირებს ევროკავშირის საქართველოს ოფისის პოლიტიკური პრესისა და ინფორმაციის განყოფილებას. შეხვედრას წარმომადგენლობის პირველი მდივანი და განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე პიერ საგლიეც ესწრებოდა.