შეხვედრა ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებთან
2018 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები ეწვივნენ და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელს მაია გედევანიშვილს შეხვდნენ.
ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და მოზარდებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო. ძირითადი საუბარი შეეხო ბულინგს, მის პრევენციას, კიბერბულინგს და იმ მძიმე შედეგებს რაც შესაძლოა ამგვარი ხასიათის ჩაგვრას მოყვეს; მოიყვანეს საერთაშორისო მაგალითებიც. ხაზი გაუსვეს სოცილურ მუშაკთა საქმინობის მნიშვნელობას ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე.
მოსწავლეები დაინტერესდნენ ხორავას ქუჩის საქმით და სახალხო დამცველის ჩართულობით ამ საქმეში.