შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან
2023 წლის 2 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა სახალხო დამცველს ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს სამუშაო სტრატეგია, ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო სახალხო დამცველის აპარატის მანდატსა და ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, სახალხო დამცველი დაინტერესდა საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავების საკითხსა და მამხილებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაგეგმილ საქმიანობაზე.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე.