შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან
2020 წლის 11 თებერვალს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ქალებს შეხვდა და გენდერული თანასწორობის კუთხით სახალხო დამცველის საქმიანობა გააცნო; ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე, ოჯახში ძალადობის საკითხებსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქალთა დაბალი ჩართულობის უარყოფით მხარეები სოციალურ-ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო კომუნიკაციის და ქალთა როლის გაძლიერების მნიშვნელობა.