საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია
2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღის აღსანიშნავად სახალხო დამცველის აპარატისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ერთობლივი ორგანიზებით გამართა საჯარო ღონისძიება - „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“. ღონისძიებზე ისაუბრეს თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე სხვადასხვა ჭრილში.
საუბრები ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ გახსნა. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს სახალხო დამცველი. „არ არსებობს პრობლემა, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის, რომლის საფუძველშიც არ დევს უთანასწორობა. სწორედ უთანასწორობა ქმნის იმ პრობლემებს რაც დღეს საქართველოში არსებობს,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მომხსენებლებმა ისაუბრეს თანასწორობაზე, სიძულვილის და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ქრისტიანობის, ქართული ლიტერატურის, კინემატოგრაფიისა და ფსიქოლოგიის კონტექსტში. დამსწრეთ თანასწორობის ხედვის შესახებ თავიანთი გამოცდილება, პირადი მაგალითები და მოსაზრებები გაუზიარეს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების და საელჩოების წარმომადგენლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავისი აზრები ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე. დატოვეს წერილობითი შეტყობინებები სპეციალურად შექმნილ „ადამიანის უფლებების კედელზე“.