სატრენინგო კურსი თემაზე - „შრომის უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები“
2023 წლის 20 მარტიდან 19 ივნისამდე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, შრომის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს პროგრამის ადამიანის უფლებათა სწავლება იურისტებისთვის (HELP) სატრენინგო კურსში თემაზე - „შრომის უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები“.
შრომის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მომზადებული სამთვიანი კურსი, რომლის მიზანიც ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ხელშეწყობაა, ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს.
19 ივნისს, კურსის საზეიმო დასრულების ცერემონიაზე, რომელზეც სიტყვით გამოვიდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.