საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის 23 ივლისიდან ახალ შენობაში გადადის. ცენტრალური ოფისის ახალი მისამართია – თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150.
მოგეხსენებათ, ნინო რამიშვილის N6–ში მდებარე შენობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი იყო განთავსებული, ავარიულ მდგომარეობაში იყო და მასში მუშაობა საფრთხეს უქმნიდა აპარატის თანამშრომელთა ჯანმრთელობას.
საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმეწლიანი თხოვნა და აპარატს დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით დამატებითი თანხა გამოუყო.
მიუხედავად ორგანიზაციის გადასვლასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეებისა, სახალხო დამცველის აპარატი შეფერხების გარეშე მიიღებს მოქალაქეთა განცხადებებს და იმუშავებს ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფი. ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება კვლავინდებურად, შესაძლებელი იქნება ნომერზე - 1481; ასევე, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზეinfo@ombudsman.ge და საფოსტო მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი N150, თბილისი, 0112.