სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების წარმომადგენლებთან
2022 წლის 27 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამეტო საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობის სპეციფიკაზე ისაუბრა, ასევე დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია 2020-2022 წლებში აპარატის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშების თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.