სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთან
2023 წლის 26 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს. გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცედურებზე ისაუბრა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების დეპარტამენტის იურისტმა ქეთევან ცხომელიძემ.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ.
სახალხო დამცველის აპარატი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში წლებია აქტიურად აგზავნის კომუნიკაციებს, სადაც შეფასებულია საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობა. სამუშაო შეხვედრაზე მიღებული გამოცდილება აპარატის თანამშრომლებს შემდგომი კომუნიკაციების მომზადების პროცესში დაეხმარება.
ღონისძიება USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.